Friday 28 February 2014

ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება


დასრულდა ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის ტრენინგი. გასულმა ცხრე დღემ უაღრესად საინტერესოდ ჩაიარა. ვისწავლეთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტების შექმნა, რომლებიც დაგვეხმარება სწავლის პროცესის გაუმჯობესებაში.

ტრენინგის მეცხრე დღე

      რტენინგის მეცხრე დღეს გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს, შევამოწმეთ მისი სისრულე და გადავედით პიკასა ალბომის ინსტრუმენტების გარჩევაზე. ვისწავლეთ მისი განთავსება ბლოგზე. შევქმენით პიკასა ალბომის ნიმუში,რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე. ამის შემდეგ დაიწყო პროექტების პრეზენტაცია. ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტი, პრეზენტაციის მიმდინარეობისას მის მონაწილეებს ტრენერმა საზეიმოდ გადასცა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
 ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის.
 უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთის!   

Sunday 23 February 2014

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი დღე დაიწყო ნასწავლი მასალის გამეორებით.ამის შემდეგ დავიწყეთპროექტისთვის ფასილიტაციის ნიმუშების განხილვა და შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი ფასილიტაციის ნიმუში, რომელიც მოვათავსეთ პროექტის პორტფოლიოს დამხმარეში. გავხსენით ჩვენი საქაღალდე და ჩეკ-ლისტით შევამოწმეთ ჩვენი პორტფოლიოს სისრულე, მოვახდინეთ ზოგიერთი რამის კორექტირება. ბოლოს სრულყოფილი პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.

Saturday 22 February 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით რის შემდეგაც გადავედით მოსწავლეთა ნიმუშების შექმნაზე სასწავლო საჭიროებებიდან გამომდინარე. შევქმენით სსსმ და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების ნიმუშები. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის სრულყოფაზე. ვისწავლეთ ბლოგზე Word -ის და Exell-ის დოკუმენტების განთავსება.

Sunday 16 February 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგი დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით. გავიხსენეთ ბლოგზე გაჯეტების განთავსება. შემდეგ გავეცანით ბლოგის სხვა ინსტრუმენტებსაც, ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების  და სხვა გაჯეტების (პრეზენტაციის, ვიდეოს, საათის, კალენდრის) ჩასმა. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში, რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე.

Saturday 15 February 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით, გავიმეორეთ როგორ ხდება  პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე, სად და როგორ უნდა მოვძებნოთ პრეზენტაციის გადასატანი კოდები და სხვა. შემდეგ გადავედით ვიდეოფილმების საცავის Youtube-ს განხილვაზე და ვისწავლეთ როგორ ხდება ვიდეოს ატვირთვა საცავში და ასევე როგორ ხდება მისი გადატანა ბლოგზე. ნიმუშისთვის გადავიტანეთ ვიდეო ბლოგზე.
გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს.
ვიმუშავეთ ბლოგზე სხვადასხვა სახის (სურათის, გამოკითხვის) გაჯეტების ჩასმაზე.
ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა.მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ დღეს.



Sunday 9 February 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

   ტრენინგი დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით, რის შემდეგაც განვიხილეთ პროექტის შეფასების სხვადასხვა ფორმები: ცხრილები, რუბრიკები, კითხვარები და სხვა. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის შეფასების მონახაზი. შევქმენით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია Ms. Power Point-ში და ავტვირთეთ ბლოგზე.
   დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.